აპლიკაციების კონკურსი

მიიღე მონაწილეობა კონკურსში! შექმენი პროგრამული უზრუნველყოფა ან ვებ-სერვისი ბიზნესისთვის და მოიპოვე ფულადი ჯიდლო - 30 000 ლარი!

აპლიკაციების მიღება

შეავსე აპლიკაცია 26 მარტამდე

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 25 მარტის ჩათვლით. აპლიკაციის შევსება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აპლიკაციას ავსებს გუნდის ლიდერი. ერთ გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. აპლიკაციების მიღების ეტაპზე გუნდს მოეთხოვება სადემონსტრაციო მასალის ატვირთვა, რომელიც წარმოაჩენს საკონკურსო იდეის ძირითად მახასიათებლებს. ამ ეტაპზე საკმარისია გქონდეთ აპლიკაციის კარგად შემუშავებული იდეა და პირველადი სადემონსტრაციო მასალა. მისი შესრულება უნდა იყოს რეალისტური რამდენიმე თვიან პერიოდში. აპლიკაციის შევსების დროს აუცილებელია სულ მცირე ვიზუალური მასალის ჩვენება (მაგალითად ე.წ. wireframe, ვიზუალის mockup და სხვა). ერთ გუნდს შეუძლია მხოლოდ ერთი იდეის/პროდუქტის წარდგენა. არ შეიძლება კონკურსში წარდგენილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფა ან ვებ-სერვისი, რომელიც: არის სხვა პირის მიერ შექმნილი, იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ ან უკვე ფუნქციონირებს ბაზარზე.

ფინალისტების გამოვლენა

ფინალურ ტურში გადადის ათამდე გუნდი

შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, საუკეთესო გუნდები მოწვეულნი იქნებიან მეორე ეტაპზე. თითოეულ გუნდს მოეთხოვება შეტყობინებიდან 2 კვირის განმავლობაში ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა/მონახაზი. შუალედური ტურის შემდეგ, გუნდებს ექნებათ 1,5 თვე პროტოტიპებზე მუშაობის გასაგრძელებლად.

გამარჯვებულების გამოვლენა

გამოვლინდება სამი გამარჯვებული

ფინალურ ეტაპზე საუკეთესო გუნდები საჯარო ღონისძიებაზე ჩაატარებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ მუშა პროტოტიპებს. დამოუკიდებელი ჟიურის წევრები პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოავლენენ გამარჯვებულებს. კონკურსის ფარგლებში ყველა დასრულებული პროდუქტი განთავსდება businesstools.ge -ის კატალოგში და მოხდება მათი შეთავაზება თიბისის ბიზნეს კლიენტებისთვის. I ადგილი - 30,000 ლარი (net amount). II ადგილი - 15,000 ლარი (net amount). III ადგილი - 15,000 ლარი (net amount)

ხშირად დასმული კითხვები კონკურსის შესახებ

  • 01

    რა მიზანი აქვს კონკურსს?

    ​​​​​კონკურსის მიზანია წაახალისოს საქართველოში ისეთი კომპიუტერული პროგრამების, მობილური აპლიკაციების, ვებ-გვერდების თუ სხვა სახის ტექნიკური გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც გაამარტივებენ ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა.

  • 02

    რა არის პრიზი?

    • ​​​​​I ადგილი - 30,000 ლარი (net amount)
    • II ადგილი - 15,000 ლარი (net amount)
    • III ადგილი - 15,000 ლარი (net amount)

     

    მოგებული თანხის ჩარიცხვა განხორციელდება გამარჯვებული გუნდის ლიდერის სახელზე.

  • 03

    რა იგულისხმება ბიზნესის პროგრამულ უზრუნველყოფაში?

    პროგრამულ უზრუნველყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-გვერდი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს ბიზნესს საკუთრი პროცესების ავტომატიზირებისა და გამარტივებისთვის. მაგალითად აპლიკაცია შეიძლება იყოს დამხმარე ხელსაწყო, რომელიც უფრო ეფექტურს ხდის ფინანსურ აღრიცხვას, ადამიანური რესურსების მართვას, გაყიდვების კონტროლს და მომხმარებელთან ურთიერთობას.

     

    კონკურსი განკუთვნილია მარტივი, მაგრამ გონივრული გადაწყვეტებისთვის, რომლებიც ბიზნესის საქმიანობის კონკრეტულ პროცესს ხდიან ეფექტურს. თქვენი პროტოტიპი შესაძლოა იყოს ერთი კონკრეტული სექტორისთვის ან ესადაგებოდეს ყველა ტიპის ბიზნეს საქმიანობას

  • 04

    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სრულწლოვან რეზიდენტ ფიზიკურ პირს და/ან საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს
       
    • განმცხადებლები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური პირები ასევე კომპანიები და/ან მათი წარმომადგენელი გუნდები
  • 05

    რა არის კონკურსის შეზღუდვები?

    • პლაგიატი: არ შეიძლება კონკურში წარმოდგენილი იყოს სხვის მიერ შესრულებული პროგრამული უზრუნველყოფა
       
    • არ შეიძლება ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის დარეგისტრირება, რომელიც სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ იმყოფება
       
    • ერთი და იმავე გუნდს არ შეუძლია 1-ზე მეტი განაცხადის შემოტანა/იდეის წარმოდგენა
  • 06

    ვინ არის ჟიური?

    • ჟიური შედგება ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებისგან
       
    • თითოეული ჟიურის წევრი დამოუკიდებლად აფასებს წარმოდგენილ პროექტს და ანიჭებს შესაბამის ქულებს
       
    • ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდება ისეთი მონაწილის დისკვალიფიკაცია ან/და მონაწილეს მიერ მიღებული ხმების კორექტირება, რომელიც აპლიკაციის შევსებისას წარადგენს არასწორ მონაცემებს ან შეეცდება ჟიურის შეცდომაში შეყვანას
  • 07

    როგორია მონაწილეობის პირობები?

    • ბიზნეს აპლიკაციების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ რეზიდენტ პირს, რომელიც არის 18 წლის ან ზევით
       
    • განმცხადებლები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური პირები ასევე კომპანიები და/ან მათი წარმომადგენელი გუნდები
       
    • განაცხადს წარმოადგენს გუნდის ლიდერი
       
    • ერთ გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდესს 5 ადამიანს
       
    • გუნდის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თავისი როლი
       
    • მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პირველადი აპლიკაციის შევსება შემდეგ ვებ.მისამართზე:  www.businesstool.ge
       
    • კომისიის/ჟიურის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოთხვილი იყოს დამატებით ინფორმაცია
       
    • იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს მონაწილეობისათვის დათქმულ/განსაზღვრულ პირობებს, ჟიური არ განიხილავს მის მიერ შევსებულ აპლიკაციას/განაცხადს
       
    • პროექტის მონაწილე ვალდებულია იყოს კეთილსინდისიერი, დაიცვას ბიზნესს ეთიკის ნორმები
  • 08

    როგორია შეფასების კრიტერიუმები?

    კონკურსის თითოეულ ინდივიდუალურ და/ან გუნდურ მონაწილეს ჟიური აფასებს 7 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით და თითოეული კრიტერიუმისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური 10 ქულა. 

     

    შეფასების კრიტერიუმები:
     

    • ბიზნესის სფეროში მოღვაწე მეწარმე პირ(ებ)ისთვის პროცესების გამარტივების პოტენციალი და ბიზნესის კონკრეტული პრობლემ(ებ)ის/გამოწვევ(ებ)ის გადაწყვეტის შესაძლებლობა
       
    • აპლიკაციის კონცეფცია და ფუნქციონალური მხარე
       
    • კომერციალიზაციის (შემოსავლის მიღების) პოტენციალი
       
    • სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს მოდელი
       
    • ტექნიკური უზრუნველყოფის ბიზნესის მიერ მარტივად დანერგვა და გამოყენება
       
    • მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება, UX/UI
       
    • გუნდის შეფასება (როლების გადანაწილება, შესაბამისი კომპეტენცია)

     

  • 09

    რამდენ ეტაპიანია კონკურსი და როგორია მისი ვადები?

    კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:

     

    1. აპლიკაციების მიღება: აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 25 მარტის ჩათვლით. აპლიკაციის შევსება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აპლიკაციას ავსებს გუნდის ლიდერი. ერთ გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. აპლიკაციების მიღების ეტაპზე გუნდს მოეთხოვება სადემონსტრაციო მასალის ატვირთვა, რომელიც წარმოაჩენს საკონკურსო იდეის ძირითად მახასიათებლებს. ამ ეტაპზე საკმარისია გქონდეთ აპლიკაციის კარგად შემუშავებული იდეა და პირველადი სადემონსტრაციო მასალა. მისი შესრულება უნდა იყოს რეალისტური რამდენიმე თვიან პერიოდში. აპლიკაციის შევსების დროს აუცილებელია სულ მცირე ვიზუალური მასალის ჩვენება (მაგალითად ე.წ. wireframe, ვიზუალის mockup და სხვა). ერთ გუნდს შეუძლია მხოლოდ ერთი იდეის/პროდუქტის წარდგენა. არ შეიძლება კონკურსში წარდგენილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფა ან ვებ-სერვისი, რომელიც: არის სხვა პირის მიერ შექმნილი, იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ ან უკვე ფუნქციონირებს ბაზარზე.

     

    2. ფინალისტების გამოვლენა: შევსებული აპლიკაციების საფუძველზე, საუკეთესო გუნდები მოწვეულნი იქნებიან მეორე ეტაპზე. თითოეულ გუნდს მოეთხოვება შეტყობინებიდან 2 კვირის განმავლობაში ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა/მონახაზი. შუალედური ტურის შემდეგ, გუნდებს ექნებათ 1,5 თვე პროტოტიპებზე მუშაობის გასაგრძელებლად.

     

    3. გამარჯვებულების გამოვლენა: ფინალურ ეტაპზე საუკეთესო გუნდები საჯარო ღონისძიებაზე ჩაატარებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ მუშა პროტოტიპებს. დამოუკიდებელი ჟიურის წევრები პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოავლენენ გამარჯვებულებს. კონკურსის ფარგლებში ყველა დასრულებული პროდუქტი განთავსდება businesstools.ge -ის კატალოგში და მოხდება მათი შეთავაზება თიბისის ბიზნეს კლიენტებისთვის. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

     

    - I ადგილი - 30,000 ლარი (net amount)

     

    - II ადგილი - 15,000 ლარი (net amount)

     

    - III ადგილი - 15,000 ლარი (net amount)

     

    გამარჯვებულ გუნდებთან ერთად განისაზღვრება პროტოტიპის საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის ვადა, რომელიც უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 6 თვეს.

  • 10

    ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფაზე?

    თიბისი ბანკის ორგანიზებულ ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფარგლებში შექნილ ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე საავტორო უფლებას ფლობს განმცხადებელი/მონაწილე.

  • 11

    როგორ დაგიკავშირდეთ?

    მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 

  • 12

    შეზღუდულია თუ არა მონაწილეების რაოდენობა?

    ​​​​​​თითო გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს

  • 13

    რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?

    • გუნდის ლიდერის მონაცემები
       
    • მონაცემები გუნდის სხვა წევრების შესახებ
       
    • აპლიკაციის იდეის, კონცეფციისა და ფუნქციონალის აღწერა
       
    • პროდუქტის მიზნობრივი აუდიტორიის აღწერა
       
    • ბიზნეს მოდელის აღწერა
       
    • კონკურენტების ანალიზი
       
    • სადემონსტრაციო მასალების ატვირთვა
  • 14

    რა ეტაპზე უნდა იყოს ჩემი იდეა განაცხადის შევსების დროს?

    ​​​​​განაცხადის შესავსებად საკმარისია გქონდეთ აპლიკაციის კარგად შემუშავებული იდეა და პირველადი სადემონსტრაციო მასალა. მისი შესრულება უნდა იყოს რეალისტური რამდენიმე თვიან პერიოდში. აპლიკაციის შევსების დროს აუცილებელია სულ მცირე ვიზუალური მასალის ჩვენება (მაგალითად ე.წ. wireframe, ვიზუალის mockup და სხვა).

     

    ამ გადაწყვეტაზე მუშაობა შეიძლება უკვე დაწყებული გქონდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ის არ იყოს უკვე გამოქვეყნებული და ბიზნესისთვის შეთავაზებული პროდუქტი.

  • 15

    რა ეტაპზე უნდა იყოს ჩემი იდეა კონკურსის ფინალურ ტურში?

    კონკურსის დასასრულს საუკეთესო გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შემუშავებული გადაწყვეტის პირველად დემო ვერსიას. დემო ვერსიაში იგულისხმება ნაწილობრივ ან სრულად ფუნქციური პროტოტიპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ აპლიკაციის სტრუქტურა, ფუნქციონალი, ვიზუალური მხარე და UX. პრეზენტაციის დროს ნათლად უნდა ჩანდეს ყველა დაგეგმილი ფუნქციონალის დანერგვის გეგმა, ბიზნესისთვის ამ გადაწყვეტის პოტენციალი და წარმოდგენილი პროგრამული გადაწყვეტის დასრულების რეალისტურობა.

     

    გამარჯვებულ გუნდებთან ერთად განისაზღვრება პროტოტიპის საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის ვადა, რომელიც უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 6 თვეს.